რადიკალი აქტივისტი დავით ჩხეიძე: „მზია ამაღლობელმა რომ დაწეროს? მოიწონებენ? თუ მზია უკეთესია, ვიდრე საბა ჯიქია? მე ასე არ მიმაჩნია. სიმბოლოდ ან რჩები, ან არა. მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“

48

ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.

„მზია ამაღლობელმა რომ დაწეროს? მოიწონებენ? თუ მზია უკეთესია, ვიდრე საბა ჯიქია? მე ასე არ მიმაჩნია. სიმბოლოდ ან რჩები, ან არა.

მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“, – წერს ჩხეიძე.

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 226 პირი შეიწყალა. მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც არიან. შეწყალებულმა პირებმა საპატიმროები 27 აგვისტოს დატოვეს.