„არ ვიცი, რა დაპირისპირებას გულისხმობთ. ერთადერთ დაპირისპირებას ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ე.წ. ოპოზიციაში“, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
„ვხედავთ, რომ პოლიტიკური აქტივობის საშემოდგომო ციებ-ცხელება დაეწყოთ და ეს, ძირითადად, ერთმანეთის მიმართ არის გამოხატული. ასე რომ, ამ დაპირისპირებას ვაკვირდებით და პირიქით, გეტყვით, რომ ვგულშემატკივრობთ. მნიშვნელოვანია, კარგად წარმოჩნდეს, ვისთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


