„მან [მამუკა მდინარაძემ] თავად ისაუბრა მიზეზებზე, რატომაც მიიღო გადაწყვეტილება. თავად გამორიცხა სხვა ინსინუაციები, რაც შეიძლება მის გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„მგონი, ძალიან ღია და გულწრფელი ბრიფინგი ჰქონდა, რომელზეც, ვინც იქ იყო, ყველა ჟურნალისტს ჰქონდა შესაძლებლობა, მისგან პირადად მიეღო ამ გადაწყვეტილების ახსნა. ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე სრულად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ. არასდროს იქნებოდა ადრე ან გვიან. გადაწყვეტილებები მიიღება მაშინ, როდესაც მიიღება. ამის შესაბამისი დრო და ამინდი არ არსებობს. ადამიანი გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როდესაც ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება მასში მომწიფებულია და ამიტომ გარედან ამას ვერავინ შეამჩნევს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


