„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
„ევროკავშირმა პირველი სერიოზული დარტყმა მაშინ მიიღო, როდესაც სამი დამფუძნებელი ქვეყნიდან ერთ-ერთმა – დიდმა ბრიტანეთმა, დატოვა ეს მკვდრად შობილი კავშირი. ბრიტანეთმა ამისათვის გადაიხადა მილიარდი ევრო, მაგრამ, მას უღირდა ამ კავშირის დატოვება, რადგანაც ნახა, იქ რა საშინებელაც ხდება. ამის შემდეგ, ევროპის მრავალ ქვეყანაში გაისმოდა და გაისმის მოწოდება: „დავტოვოთ ევროკავშირი“. პირველ რიგში, ეს არის საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და სხვადასხვა ქვეყანა. ამის შემდეგ, რაც მოხდა ისლანდიაში, ნამდვილი სილის გაწვნა იყო „დიფ სთიეთისა“ და ევრობიუროკრატიისათვის. რეფერენდუმზე ხალხმა განაცხადა: „არა ევროკავშირს“.
მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ და, ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო მოეღება სპეკულაციებს და იმაზს ლაპარაკს, საქართველოს ევროკავშირში იღებენ თუ – არა. თვითონ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ევროკავშირის წევრობა სურს თუ არ სურს და ამით დამთავრდება ხელგამოწვდილი დგომა გადამთიელების წინაშე თხოვნით – “მიგვიღეთ თქვენს კავშირში”. ჩვენ ასეთი ევროკავშირი არ გვჭირდება.
დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხიც, ისლანდიელების მსგავსად, უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე.
რაც შეეხება რეფერენდუმს: 2007 წელს, სააკაშვილმა ჩაატარა ასეთი რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, მაგრამ, მსოფლიოს ყველა ექსპერტმა განაცხადა, რომ აქ იყო ტოტალური გაყალბება საპრეზიდენტო არჩევნების დროს და, თუ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, რა თქმა უნდა, დიდი და სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ რეფერენდუმიც გაყალბდა. თუმცა, 2007 წელს მდგომარეობა სხვანაირად იყო: მაშინ ჩვენც კი ორივე ხელით მხარს ვუჭერდით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ამის შემდეგ „დიფ სთიეთის“ თავხედობას საზღვარი აღარ ჰქონდა და ნახეთ, დღეს რა მოხდა: ევროპასთან ისეთმა ინტეგრირებულმა ქვეყანამ, როგორიც არის ისლანდია, რომელიც არის ნატო-ს წევრი, შენგენის ზონის წევრი, მანაც კი უარი განაცხადა არათუ წევრობაზე, არამედ მოლაპარაკებების გახსნაზეც კი. და რატომ გააკეთა ეს: მარტა კოსს უკვე მზად აქვს კანონპროექტი იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას მიეცემა ხმის უფლება და ზოგიერთ ქვეყანას არ ექნება ხმის უფლება.
ისლანდიელებმა ჩათვალეს, რომ ხმის უფლება მათაც არ ექნებათ გაწევრიანების შემთხვევაში და შესაძლებელია, რომ ისლანდიის საკითხი ისე განიხილოს ევროპარლამენტმა, ევროკომისიამ ან ევროსაბჭომ, რომ არც კი შეეკითხონ ისლანდიელ ხალხს. აქ სოფლის მეურნეობის პროდუქციის საკითხიც არის – ისინი თევზჭერით ირჩენენ თავს და, შესაძლოა, ისლანდიაას თევზჭერის უფლებაც არ მისცენ. ამიტომ, ისლანდელმა ხალხმა განაცხადა მტკიცე „არა“ ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.


