„არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
„სამწუხარო ის არის, რომ ისლანდიის გადაწყვეტილება, არ გაწევრიანდეს ევროკავშირში, განპირობებულია თავად ბრიუსელის ძალიან ნეგატიური და მავნებლური პოლიტიკით, რომელმაც ამხელა სკეპტიციზმი გამოიწვია ხალხში“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.


