ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას.
მისივე თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.
„როდესაც რეფორმას ატარებ, რეფორმა როდესაც იწყება, საზოგადოებისთვის არის ახალი. ყველა კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფისთვის არის ახალი. ახლა კონკრეტულად სტუდენტებზე ვსაუბრობთ. ამიტომ, რადგან ეს იყო ახალი პროგრამა, რადგან ეს ახლა დაანონსდა, რადგან რეფორმა ახალი დაწყებულია, საგამონაკლისო სახით მიეცათ სტუდენტებს უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და მივესალმებით ყველა. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება“, – განაცხადა კირცხალიამ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა.


