„შალვა ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი და ფლიდი ადამიანი ქართული პოლიტიკის ისტორიაში. რატომ? იმიტომ, რომ ვითომ სიდებილით და იუმორით ნიღბავს საკუთარ გაყიდულობას და ვითომ ძაან საყვარლობით ცდილობს, ხალხს მოაჩვენოს, თითქოსდა, სულ იბრძვის“, – წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
„ვინმეს ჰგონია, ისეთი სულელია, „დაუნ ვი დიქტეიტე“ რომ იძახა თეთრი სახლის წინ, არ იცოდა, როგორ უნდა გამოეთქვა? გადასარევად იცოდა, უბრალოდ, ამითაც იმჟამინდელი რეჟიმის თამაში ითამაშა – ერთი მხრივ, ამერიკელებისთვის იმის საჩვენებლად, როგორი „დემოკრატი“ იყო სააკაშვილი, რომ ოპოზიციონერს შეეძლო, ქვეყნიდან თავისუფლად წასულიყო და რეჟიმის საწინააღმდეგო ქმედებები განეხორციელებინა და, მეორე მხრივ, იმის, რამდენად „დებილი“ ოპოზიცია იყო საქართველოში, რომ ამხელა გზაზე ჩასულ კაცს არ შეეძლო, სამი სიტყვა გამართულად ეთქვა ინგლისურ ენაზე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თავის დროზე სააკაშვილს რომ მიჰყიდა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი, საიდანაც ის 9-წლიანი უბედურება დაიწყო. და ახლა გამოდის და უტიფრად უარყოფს, თითქოს ან ფაქტების გადამოწმებაა რთული, ან მეხსიერება წაეშალა ხალხს. მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და, მგონი, სულ ტყუილად – სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს, “ნაცსაც” რომ გაუკვირდება“, – წერს გეგეჭკორი.


