შალვა პაპუაშვილი: „რადიკალურ ოპოზიციას და ანტიკონსტიტუციურ პარტიებს არც რამის გაკეთების და არც რამის გაფუჭების უნარი აქვთ. მათი დღის წესრიგი სხვისი ყურებაა“

48

„რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ყველაფერი, რაც კარგი ხდება, თავად დაიბრალოს, რადგან თვითონ კარგს ვერაფერს აკეთებს. თუკი ვინმე რაიმის გაფუჭებას შეეცდება, ცდილობს, ამ გაფუჭებაში ჩაეწილოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„რადიკალურ ოპოზიციას და ანტიკონსტიტუციურ პარტიებს რაც შეეხება, თავად არაფრის უნარი არ აქვთ, არც რამის გაკეთების და არც რამის გაფუჭების, არიან აბსოლუტურად განულებული. თუ რაიმე კარგი კეთდება, ცდილობენ, თვითონ დაიბრალონ, თუნდაც მეორად ჩარიცხვებთან, ასევე ქონების გადასახადის ზღვრის აწევასთან დაკავშირებით.

ყველაფერი, რაც კარგი ხდება, ცდილობენ, დაიბრალონ, რადგან თავად კარგს ვერაფერს აკეთებენ. თუკი ვინმე რაიმის გაფუჭებას შეეცდება, ცდილობენ, ამ გაფუჭებაში ჩაეწილონ. დღეს ოპოზიციის დღის წესრიგი სხვისი ყურებაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.