„ქართულ პოლიტიკაში ლამის ყველაფერი მოხდა, პოლიტიკოსების საოცარი, ერთი შეხედვით აუხსნელი გარდასახვა- გარდმოსახვის ჩათვლით. თუმცა, ნამდვილად რთული წარმოსადგენი იყო რადიკალური ოპოზიციის ასე ძალუმად ჩაჭიდება ირაკლი ღარიბაშვილზე, ისე, როგორც დასახრჩობად განწირული ეკიდება ყოველ ხავსს“, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
„ღარიბაშვილს ოპოზიციის ბანაკიდან თითქმის ღია ტექსტით ეუბნებიან, – მიიხედ-მოიხედე, იქნებ, დახმარება იქიდან მოგივიდეს, საიდანაც არ ელოდებიო. ფარული გზავნილი კი ასეთია: ალაპარაკდი, ირაკლი, და ჩვენ მხარს დაგიჭერთო. იმედია, ღარიბაშვილი საკუთარ თავს არ გადააქცევს იმ ოპოზიციის პაიკად, რომელსაც ამდენი წელი დაუნდობლად და, იმედია, გულწრფელად ებრძოდა.
ხოლო, ირონია გვერდზე რომ გადავდოთ, ოპოზიციის მორიგი ფსონი “ქართული ოცნებიდან” გაცხრილულ მორიგ ფიგურაზე არის მათი დეგრადაციის ძალიან კარგი მარკერი“, – წერს ანჯაფარიძე.


