ნიკა გვარამია: „საერთოდ არ ვიცი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ. მე ამაზე ღარიბაშვილისგან გავიგე“
პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია პროკურატურაში ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებულ განცხადებებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.
„არც ვიცოდი ამ [ლაზარე ჯორბენაძე] ადამიანის შესახებ, ვიდრე [ღარიბაშვილის] წერილი არ გამოქვეყნდა“ , – აღნიშნა გვარამიამ.


