გიორგი გამსახურდია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის განცხადებას აფასებს, რომელმაც თქვა: „რა აძლევს ივანიშვილს იმის გარანტიას, რომ ბაჩიაშვილი უცხოეთში არ ალაპარაკდება, უცნობია“.
„ეს ერთ-ერთი ხანდაზმული იდიოტი ნაცპუტჩისტური სექტიდან თავის მორიგ “ანალიზს” დებს. რატომ არის, რომ სულ ვინმეს ალაპარაკება გელანდებათ? – ეგ იმიტომ, რომ ყველა თქვენნაირი “დაკომპრილი” და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, თქვე უსამშობლოებო, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა გადაცდომა და კომპრომატის მაგვარი, მთელი აგენტურა ფეხზე დადგებოდა, გინდ ქვეყნის შიგნით და გინდ გარეთ, და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ.
ჯობს, შენს ბინძურ ბელადს და შენსავით ბინძურ პოლიტიკურ მოკავშირეებს მიხედო და კარგად გაიაზრო შენი როლი საზოგადოებაში, რომელიც პირდაპირ 1990-იანი წლების პუტჩთან და ბნელეთთან ასოცირდება“, – წერს გამსახურდია.


