ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმის შესახებ: “ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა”

46

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა”, – წერს ცოტნე ანანიძე.

ცნობისთვის: ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების ავტორები ამტკიცებენ, რომ ჯორბენაძესთან კავშირი არასდროს ჰქონიათ, თუმცა, ამის მიუხედავად, არგუმენტების გარეშე, თვითმკვლელობის შესახებ კომენტარები მაინც დაწერეს.