ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილთან რესტორანში მომხდარი ინციდენტის დეტალები განმარტა.
“რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით მომხდარი ინცინდენტის შესახებ სიმართლე არის ერთადერთი:
არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეგვიტანია;
საქმე აღძრა თავად სამართალდამცავმა უწყებამ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე;
საქმის აღძვრის შესახებ ჩვენთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პოლიციაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაგვიბარეს და ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე გამოგვკითხეს;
ინციდენტში მონაწილეთა დაზარალებულად ცნობა მოხდა თავად პროკურატურის მიერ, გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე.
სხვა ყველაფერი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს”, – წერს ხუბუა “X-ზე”.


