„რაც ხდება ოპოზიციაში, ეს არის ძალიან იაფფასიანი ფანდი. ჩვენ არავითარი პროპაგანდა არ გაგვიწევია, თვითონ ჭამენ ერთმანეთს – კვირაში ერთხელ ან ორჯერ ერთმანეთს წერილებს წერენ, აგინებენ და, მოკლედ, სასწაულ ამბავში არიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ეტყობა, მათ პატრონებს ახლა თავში მოუვიდათ: რადგან ასეთ განადგურებულ დღეში ვართ, მოდით, იქნებ ისრები გადავწიოთ და ვაჩვენოთ, რომ ხელისუფლებაშიც ასეთივე არეული ვითარებაა და არა მხოლოდ ოპოზიციაშიო. აი, მაგალითად, ღარიბაშვილი – ყოფილი პრემიერი – ნახეთ, რა ბრალდებებს უყენებს ხელისუფლებასო, და მერე კომენტარები ნახეთ ამ განადგურებული ოპოზიციისა: „ნახეთ, თურმე ერთმანეთს ჭამენ და შიგნით ბრძოლაა გაჩაღებულიო“. რაც თვითონ აქვთ შიგნით ბრძოლა გაჩაღებული ერთმანეთთან, ახლა უნდათ, რომ ჩვენ გადმოგვაბრალონ, ამ დროს კი ეს ასე არ არის. ღარიბაშვილის დაპატიმრება კარგა ხნით ადრე მოხდა, მან თვითონ აღიარა ბრალი, მოხდა საპროცესო შეთანხმება ამ საკითხებზე და მას მიესაჯა ქართული მართლმსაჯულების პროცედურებიდან გამომდინარე. ასე რომ, ამაზე ლაპარაკი არც შეიძლება და ამის შედარება არის ძალიან იაფფასიანი ტრიუკი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. რამდენი ხანი ილაპარაკებენ ამ სისულელეზე? აქცენტები გადატანილია და ახლა მთელი ტვინი იმაზე აქვთ მომართული – როდის წავა კობახიძე პოლიტიკური არენიდან. დაანებეთ თავი შენს ოპონენტს, ანუ ჩვენ ი ჩვენ რას ვაპირებთ შიგნით, რა გვექნება? შენ რას აპირებ, ის უთხარი ქართველ ერს! არაფერი აქვთ სათქმელი, არაფერს არ აპირებენ და ამიტომ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


