გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მე-5 წერილის შესახებ: “წერილში, გარდა ზოგადი კონტექსტისა, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება და ახსნა-განმარტება არ ყოფილა”

31

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ მეხუთე წერილს ეხმაურება.

„როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხარ და ბრალდებისა და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ ისეთ საკითხს, რასაც ჰქვია თვითმკვლელობა (საუბარია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე), ბუნებრივია, ამას საზოგადოებაში მაღალი ინტერესი ექნება.

ის, რაც გააკეთა პროკურატურამ, არის აბსოლუტურად სწორი – ყველა ის პირი, მათ შორის ავტორი, გამოკითხა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებით დეტალებს ფლობდნენ საქმეზე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება. ყველაფერ ამაზე საზოგადოებამ გამოკითხული პირებისგან, მათ შორის ავტორისგან, პასუხად მიიღო ის, რომ მათ არაფერი იცოდნენ.

იმედია, თუკი მომავალში მსგავსი ტიპის წერილი იქნება, იქ აისახება კონკრეტული პასუხები იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც მას (ირაკლი ღარიბაშვილს) აქვს წაყენებული. ეს არის საინტერესო საზოგადოებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ წერილში, გარდა ზოგადი კონტექსტისა, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება და ახსნა-განმარტება არ ყოფილა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.