„ჩვენ პოლიტიკურად არავის ვდევნით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი აზრის გამოხატვა. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდა. ალბათ, პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებს და გააგრძელებს პოლიტიკაში მოღვაწეობას, მაგრამ ნებისმიერი განცხადება, რასაც დღემდე აკეთებს, არის სპეკულაცია. ჩვენ არავის ვდევნით, არავის ვაშანტაჟებთ. რასაც ის ამბობს, მხოლოდ მისი წარმოდგენებია“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი არის შეცდომაში შეყვანილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან ზურგში დანის ჩარტყმა არ ხდება, გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. ის სასჯელს სამართლებრივ საფუძველზე იხდის. ფაქტია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილს არ დევნის არავინ. ნებისმიერი მსჯავრდებული სამართლიანად იხდის სასჯელს“,- განაცხადა ჭეიშვილმა.


