შალვა პაპუაშვილი ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადების შესახებ: “ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებისა და დღის წესრიგის ინფორმაციის მფლობელი არ გახლავართ”

34

“ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებისა და დღის წესრიგის ინფორმაციის მფლობელი არ გახლავართ”, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, მისთვის ცნობილია თუ არა, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი „გირჩს“ შეხვდა.

„მე ასეთი შეხვედრის არც მონაწილე ვარ და არც რაიმე ვიცი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „გირჩის“ განცხადებიდან შეიტყო.

„უჩვეულო რატომ არის ასეთი შეხვედრა?! „გირჩის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩვენც არაერთხელ გვქონია. ის, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იყოს, ან გასაკვირი, ან უჩვეულო რა არის?!“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„გირჩი“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არასდროს დაუმალავს, რომ ბიძინა ივანიშვილის შეხვდა. „შეხვედრა 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, 2025 წლის ბოლოს შედგა“, – წერს რაქვიაშვილი.