“ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა საუკეთესო მეთოდებით”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში “იმედი LIVE”.
“მარტა კოსისთვის, კაია კალასისთვის და დღევანდელი ბრიუსელისთვის დემოკრატია არის უკუღმა – უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე და ამას არავინ შეეგუება”, – აღნიშნა კირცხალიამ.
კირცხალიამ ასევე უპასუხა შემდეგ კითხვას: “ჟენევაში ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება მოვისმინეთ, რომ საქართველოში კანონები არის შესაცვლელი. რას ნიშნავს ეს -ბოლო პერიოდის განმავლობაში არაფერი იცვლება?”
“ეს განცხადება, ალბათ, დაუდეს; ალბათ, წარმოდგენაც არ აქვს, რომელ ქვეყანაზე საუბრობდა. ესეც მიუთითებს იმ გაცვეთილ სცენარებზე და დაობებულ ბიუროკრატიაზე, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს მძვინვარებს”.


