ირაკლი კობახიძე: „კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილი პირველი საერთაშორისო სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას. საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის“

28

„სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას. საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარიზში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს.

„აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სამიტზე სხვადასხვა მხრიდან მოსაზრებების მოსმენა, პოზიციების მოსმენა, იმისათვის, რომ სამომავლოდ ქვეყანამ ჩამოაყალიბოს სწორი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის.

გუშინაც გვქონდა საშუალება, მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს ასეთი საუბრებისთვისაც“, – აღნიშნა პრემიერმა.