მაკა ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადების შესახებ: “სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები ძალიან ხშირად მიდრეკილები არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც”

40

მაკა ბოჭორიშვილმა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება შეაფასა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ევროკავშირში გაწევრების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის „MAGA-ს“ მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.

„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები ძალიან ხშირად მიდრეკილები არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც, რომ ასე მოიქცნენ. ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.