ლევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: „მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი. ასეთ აბსურდამდე მივიდა არასწორი პოლიტიკა“

31

„მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

დეპუტატმა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება შეაფასა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ევროკავშირში გაწევრების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის „მაგას“ მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ“.

„[ბრიუსელი] კანდიდატ ქვეყნებს უკრძალავენ საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმოებას. მათ უნდა დაეკითხო ყველაფერს ვისთან გქონდეს ურთიერთობა, როდის ისუნთქო და რამდენი. ასეთ აბსურდამდე მივიდა არასწორი პოლიტიკა, რასაც ატარებდა ბრიუსელი“, – აღნიშნა მახაშვილმა.