აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ნიკა გვარამიამ მას უთხრა, რომ მიშას “გასწევდა” და 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა.
„ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ამგვარ აბსურდს არავინ დაიჯერებს! ან წითლიძე იტყუება, ან გვარამიამ მოატყუა ის!“ – წერს ანანიძე.


