შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დაპირისპირების შესახებ: „ქართველო ხალხო, შეხედეთ: აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს“

29

„თუკი ყველა მოსყიდული იყო, ვინღა დამარცხდა 2024 წლის არჩევნებში?! ძალიან კარგი პროცესი მიდის და ჩვენ ვართ ამის გულშემატკივარი. შხამიანი თესლიდან კეთილ ნაყოფი ვერ აღმოცენდება. ზუსტად ამ ნაყოფს ვუყურებთ ჩვენ დღეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის დაპირისპირების შესახებ.

„მას შემდეგ, რაც დღეს რადიკალური ოპოზიცია არის სრულ ფრუსტრაციაში, ვეღარ იღებენ გარედან დაფინანსებას, ვეღარ იღებენ, მათ შორის, პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელსაც იღებდნენ აქამდე. ქართველმა ხალხმა ზურგი შეაქცია, ზურგი შეაქციეს თავიანთმა მხარდამჭერებმა. აი, ეს ფრუსტრაციის შედეგია, რასაც ისინი უკვე ავლენენ – თავიანთ ჭეშმარიტ ზნეს. რასაც ახლა ვუყურებთ, ქართველო ხალხო, შეხედეთ: აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.