მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.
სკოლაში მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორია.
ასევე, გათვალისწინებულია კვების სივრცის, ადმინისტრაციული და მუსიკის ოთახების, მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზების, სათამაშო მოედნის და ეზოს მოწყობა.
პროექტი საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა.


