“ეს კვირაც მიილია და, თუ მას ხელისუფლების და ჯერ კიდევ ზედაპირზე მოფართხალე რადიკალური ოპოზიციის პაექრობის კუთხით შევაფასებთ, ხელისუფლებამ, რომ იტყვიან, ჰოკეის ანგარიშით მოუგო”, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
“პოლიტიკას უხდება შემართება, მაგრამ არანაირად არ უხდება ტოქსიკურობა. ოპოზიციაში კი ეს ჯერ ვერ შეიგნეს, და ვინძლო, ვერასდროს შეიგნებენ.
მკითხავთ: რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ ბუნებრივ ტოქსიკურობას შეძენილი დაამატეს და ქცევის ნორმად გაიხადეს. ტოქსიკური პოლიტიკოსები და პარტიები კი საქართველოში ყოველთვის ცუდად ამთავრებდნენ. ასე იქნება ახლაც”, – წერს ანჯაფარიძე.


