“ზოგადად, ევროპაში არის სერიოზული პრობლემები. არსებითად ჩვენი საქმე ნაკლებად არის სხვა ქვეყნების ლიდერების რეიტინგებზე კომენტარის კეთება, უბრალოდ, კიდევ ერთხელ უნდა შევეხოთ იმ პრობლემებს, რომლებიც არის ევროპის მასშტაბით”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან “PSOS-ის” კვლევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
„აქ საუბარი გვაქვს არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე. რა თქმა უნდა, ამის გამოძახილია ის რეიტინგები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აფიქსირებს. დანარჩენი არის შესაბამისი საზოგადოებების და ქვეყნების საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


