პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ALDE დღემდე არ გამიჯვნია მისი წევრის, პარტია “ლელოს“ გადაწყვეტილებას ტერორისტთან პარტიული კავშირის და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე. მანამ, სანამ ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე “ლელოს”, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება“

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ALDE-ს განცხადებას გამოეხმაურა.

„ALDE დღემდე არ გამიჯვნია მისი წევრის, პარტია “ლელოს“ გადაწყვეტილებას ტერორისტთან პარტიული კავშირის და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.
ამით, თავად ALDE-მ, თავისი თავი ტერორიზმის შემწყნარებლად და ტერორისტის მფარველად გამოაცხადა და ამ ფაქტს ვეღარსად გაექცევა.

მანამ, სანამ ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე “ლელოს”, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება“, – წერს პაპუაშვილი.