შალვა პაპუაშვილი: “ცხადდება საპენსიო ფონდში შენატანების გადაუხდელობისთვის დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმების ამნისტია – 13 500 დამსაქმებელს ჩამოეწერება ჯამურად 43 მილიონი ლარის ჯარიმა, თუ საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ სარგებელს 2026 წლის ბოლომდე სრულად დაფარავს”

24

შალვა პაპუაშვილი: “ცხადდება საპენსიო ფონდში შენატანების გადაუხდელობისთვის დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმების ამნისტია – 13 500 დამსაქმებელს ჩამოეწერება ჯამურად 43 მილიონი ლარის ჯარიმა, თუ საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ სარგებელს 2026 წლის ბოლომდე სრულად დაფარავს”.

დაგროვებითი პენსიის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ხუთ ძირითად ცვლილებას:

1.გამოცხადდება გადაუხდელი ჯარიმების ამნისტია: 13 500 დამსაქმებელს ჩამოეწერება ჯამურად 43 მილიონი ლარის ჯარიმა, თუ საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ სარგებელს 2026 წლის ბოლომდე სრულად დაფარავს;

2.მცირდება ჯარიმის ოდენობა: პირველ და განმეორებით შემთხვევებში 500 და 1000 ლარის ნაცვლად, ჯარიმის ოდენობა იქნება 300 ლარი;

3.საპენსიო ფონდში შეიქმნება დავების განხილვის სამსახური, რაც საკითხის სასამართლომდე განხილვას უზრუნველყოფს;

4.შესაძლებელი გახდება საპენსიო შენატანისა და დარიცხული სარგებლის ეტაპობრივი გადახდა 18 თვემდე ვადით;

5.დაზუსტდება ჯარიმის ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი. შენატანის 10 დღეში დაფარვის შემთხვევაში ჯარიმა გაუქმდება, ხოლო გასაჩივრებისას აღსრულება შეჩერდება.