საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან, ფაბიენ ვასერმანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის საკითხები, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში შვეიცარიის როლი და შვეიცარიის ეუთო-ს თავმჯდომარეობა განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.


