საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან, დევიდ ემტესტამთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრეს.
მაკა ბოჭორიშვილმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.


