„40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათას ლარზე და ზემოდ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება“, – განაცხადა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
„მინდა ახალი ინიციატივა გავაჟღერო, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათას ლარზე და ზემოდ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება“, – აღნიშნა კირცხალიამ


