„ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი რიგი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება პარტია „გახარია საქართველოსთვის“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, გაჩნდება კითხვები, თუ რატომ არ იყო მოხსენიებული თავის დროზე სარჩელში აღნიშნული პარტიაც.
„პასუხი არის ძალიან მარტივი. ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები. აპირებდნენ შემოსვლას პარლამენტში, შემდეგ იყო მათი მანდატების ცნობა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მათ მისცა შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა „ნაციონალურ მოძრაობასთან, საპარლამენტო ცხოვრებაში, მაგრამ ვნახეთ რა?, – პირველი, უხეში და თავხედური არ აღიარება კონსტიტუციური წყობილების ჩვენს ქვეყანაში. მეორე, ამის ირგვლივ მათი უამრავი დესტრუქციული ქმედება – პარლამენტს შიგნით კომენტარებში თუ ქმედებებში“, – აღნიშნა კირცხალიამ.


