ოპოზიციონერმა აქტივისტებმა, გიორგი ახობაძემ და თორნიკე რაზმაძემ ირმა ინაშვილი საკუთარ გადაცემაში მიიწვიეს, რამაც აქტივისტების ნაწილის, მათ შორის, ნატა ფერაძის უკმაყოფილება გამოიწვია.
ფერაძის კითხვაზე, “ნებით იწვევთ ეთერებსა და პოდკასტებში და იქ ცუმბუშებად რომ გამოჰყავხართ თქვენს მოედანზევე, თან თუ ფულს გიხდით ვინმე ამ ჯოჯოხეთის მაშხალას პოპულარიზაციაში?!” – გიორგი ახობაძემ ინაშვილი შეურაცხმყოფლად მოიხსენია.
“მევასება ესეთ @ლეებთან ლაპარაკი და პასუხებს რომ ვერ მცემენ, ვკაიფობ. აბა, ამ ქვეყანაში არაფრის ტრაკი არ არის და ჩემ ჭიას მაინც გავახარებ. ცუმბუში არ იყო სწორი სიტყვა, მაგრამ პატივს გცემ და მაგაზე არ გიპასუხებ. არაა სასიამოვნო, მაინც, რომ იცოდე“, – დაწერა ახობაძემ.


