საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობას მაია ბითაძე დაიკავებს

9

საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობას მაია ბითაძე დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

ბითაძე ამ დრომდე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

ის 2011-2017 წლებში საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, 2017-2020 წლებში კი თბილისის მერის მოადგილე იყო.

ცნობისთვის: კულტურის მინისტრის პოსტი თინათინ რუხაძემ 28 ივლისს დატოვა.