„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და, თქვენი სახელით, ჩვენს ჯერ კიდევ კოლეგას, ქალბატონ მაია ბითაძეს კულტურის მინისტრად დანიშვნა მივულოცო. მას განსაკუთრებული როლი ჰქონდა პარლამენტის უმრავლესობაში, როგორც პოლიტიკურ გუნდში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„წლების განმავლობაში, მას განსაკუთრებული როლი და წვლილი ჰქონდა საკომიტეტო საქმიანობებსა და გარემოს მიმართულებით საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ეს გამოცდილება, პროფესიონალიზმი მისი წარმატებული მინისტრობის საწინდარი იქნება. ასე რომ, ვულოცავთ მას და ვუსურვებ წარმატებულ მინისტრობას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


