„ბრექსიტის შემდეგ ეს არის უდიდესი დარტყმა ევროკავშირისთვის, როდესაც აწყობილი, კარგად მცხოვრები ქვეყანა ევროკრატიაზე უარს ამბობს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ ისლანდიის რეფერენდუმზე საუბრისას განაცხადა.
საქმე იმაშია, რომ ბრექსიტის შემდეგ ეს არის უდიდესი დარტყმა ევროკავშირისთვის, ევრობლოკისთვის, როდესაც აწყობილი, კარგად მცხოვრები ქვეყანა ამბობს უარს გაწევრიანებაზე. ისლანდიელებმა უარი თქვეს ევროკრატიაზე. ფსევდოლიბერალების ე.წ. ნარატივი, რომელსაც აქაც იმეორებენ – თითქოს ყველაფერი თევზისა და თევზჭერის გამო მოხდა – სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მრავალი კომპონენტისგან შემდგარი უარი, როდესაც დამოუკიდებელმა, თვითკმარმა ისლანდიამ, რომელსაც არ ჰყავს არც რეგულარული შეიარაღებული ძალები და არც სანაპირო დაცვა, უარი თქვა ევროკრატიაზე. ევროკრატია ხომ მხოლოდ თევზჭერა არ არის – იქ მრავალი დირექტივა და პოლიტბიუროს ტიპის ინსტრუქციაა. აი, ამაზე თქვეს უარი.
გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ სურთ ეს ყველაფერი და იციან ის მაგალითი, რაც ბრიტანეთში ათი წლის წინ მოხდა (ბრექსიტი ზუსტად ათი წლის წინ იყო), ზუსტად იგივე გააკეთეს: არ გვინდა, ჩვენთვის ვიქნებით, აწყობილი გვაქვს ეკონომიკა, არც თქვენი დირექტივები გვინდა და არც ის, რომ მიგრაციული კვოტები გავითვალისწინოთო. ეს დიდი გალაწუნება იყო ევროკრატიისთვის, რომელიც სუვერენულ ქვეყნებს ებრძვის და სისულელეებს ტირაჟირებს“, – განაცხადა გია აბაშიძემ.


