გია აბაშიძე: „ბრიტანეთი დაზიანებულია“ – ეს ცნობილი ფრაზაა, რომელსაც ხშირად იყენებენ, რადგან იქ ისეთი სისტემური პრობლემებია, რაც ძალიან საშიშია გაერთიანებული სამეფოსთვის“

8

„ბრიტანეთი დაზიანებულია“ – ეს ცნობილი ფრაზაა, რომელსაც ხშირად იყენებენ, რადგან იქ ისეთი სისტემური პრობლემებია, რაც ძალიან საშიშია გაერთიანებული სამეფოსთვის“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ განაცხადა.

„ბრიტანეთი დაზიანებულია“ – ეს ცნობილი ფრაზა გახლავთ მემარჯვენეებში, რომელსაც ხშირად იყენებენ ნაიჯელ ფარაჯი და სხვები, აგრეთვე აბსოლუტურად უპარტიო ადამიანებიც. საქმე ისაა, რომ იქ სისტემური პრობლემებია – ეს ეხება არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტის მქონე პოლიციურ ქმედებებს, როდესაც მიგრანტების მიერ ჩადენილი გაუპატიურების შემთხვევაში ზოგჯერ თავად მსხვერპლს ადანაშაულებენ, დამნაშავეს კი პირობით სასჯელს აძლევენ და თვალს ხუჭავენ. ეს ყველაფერი ძალიან საშიშია გაერთიანებული სამეფოსთვის.

გაერთიანებულ სამეფოში შემავალი ქვეყნების – შოტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და უელსის – ადგილობრივი ნაციონალისტური პარტიების ლიდერები უელსის დედაქალაქში შეიკრიბნენ და ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. იგი გულისხმობს კოორდინირებულ ქმედებებს, რათა დააჩქარონ რეფერენდუმები მათ ქვეყნებში და მეტი სუვერენიტეტი და უფლებები მიიღონ. მათ ისედაც აქვთ გარკვეული დამოუკიდებლობა, მაგრამ მეტი უნდათ. შესაბამისად, ეს საკმაოდ საშიშია გაერთიანებული სამეფოსთვის.

მაგრამ ყველას აქვს თავისი მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციების გაერთიანება გუშინ კარდიფში მოხდა. აქ ერთი საინტერესო დეტალიცაა: შემთხვევით არ უხსენებია დონალდ ტრამპს (როდესაც ის ირლანდიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა), რომ ადრე თუ გვიან ირლანდია გაერთიანდება. აქ ერთი დიდი პრობლემაა ჩადებული: თვითონ ირლანდიის რესპუბლიკის მაცხოვრებლებს (რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან) სურთ ისტორიული ირლანდიის გაერთიანება, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიაში, რომელიც ბრიტანეთის ნაწილია, დომინირებენ პრობრიტანული და პროცენტრიული პარტიები, რომლებსაც არ უნდათ გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფა. ვფიქრობ, ამაზე აპელირებდა ტრამპიც და მისმა განცხადებებმაც დააჩქარა ეს ყველაფერი. შესაბამისად, გაერთიანებული სამეფოს ამ სამ ქვეყანას სურთ, იყვნენ მეტად დამოუკიდებლები და არ არის გამორიცხული, რეფერენდუმით გამოეყონ ბრიტანეთს“, – განაცხადა გია აბაშიძემ.