“საქართველოს შიდა თუ გარე მტრების მიერ ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის მცდელობების მიუხედავად, ეს მცდელობაც თავზე ენგრევათ, როგორც მიწისძვრის დროს იცის ხოლმე”, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
“საქართველოს დელეგაცია ოფიციალურად არის მიწვეული ძალიან მაღალი დონის ფორუმზე ვაშინგტონში 25-26 სექტემბერს.
ფორუმზე “Prosperity through Peace, Investing in TRIPP” (საუბარია “ტრამპის მარშრუტზე” სამხრეთ კავკასიაში) შეიკრიბება აშშ-ს პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა.
ამ ფორუმზე საქართველოს ოფიციალურად მიწვევა კი რასაც ნიშნავს, ვფიქრობ ყველა გონიერი ადამიანი ხვდება და დამატებით ახსნა განმარტებას არ საჭიროებს.
ასე რომ იქნება ჩვენს ქუჩაზეც დღესასწაული!” – წერს ანჯაფარიძე.


