2026 წლის 15 სექტემბერს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანა აბულაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის პარლამენტის (საეიმას) ვიცე-სპიკერთან, ლინდა მატისონესთან

9

2026 წლის 15 სექტემბერს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანა აბულაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ლატვიის პარლამენტის (საეიმას) ვიცე-სპიკერთან, ლინდა მატისონესთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლატვიის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს და საპარლამენტო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა დაადასტურეს.