გიორგი გამსახურდია ერიკ ტრამპის განცხადების შესახებ: „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია, საომარი თეატრის ნაცვლად, ქვეყნის სწრაფი განვითარება, უწყვეტი მშვიდობა და უსაფრთხოების განცდა. ამერიკის პრეზიდენტი და მისი ოჯახი სპონტანურ ნაბიჯებს არ დგამენ, მმართველ პოლიტიკურ ძალას საიმედო პარტნიორად აღიქვამენ“

8

გიორგი გამსახურდია “𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ს“ პროექტის პრეზენტაციაზე “ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ერიკ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში აფასებს.

“ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკის შედეგი – საომარი თეატრის ნაცვლად, ქვეყნის სწრაფი განვითარება, უწყვეტი მშვიდობა და უსაფრთხოების განცდა. ამერიკის პრეზიდენტი და მისი ოჯახი, დამერწმუნებით, რომ სპონტანურ ნაბიჯებს არ დგამენ, აქვთ სრული ინფორმაცია, რწმენა სტაბილურობის შესახებ და მმართველ პოლიტიკურ ძალას საიმედო პარტნიორად აღიქვამენ.

ეს პროექტი, ასევე, არის საქართველოსთვის დამატებითი უსაფრთხოების გარანტი, რაც პირადად ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების დამსახურებაა“, – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.