ლევან მახაშვილი: „ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საქართველოს ინტერესებშია“

9

„ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვ“ა, – განაცხადა გადაცემაში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მახაშვილის თქმით, ხელისუფლება გააკეთებს იმას, რაც საქართველოს ინტერესებშია.

„ბრიუსელია გასაგებია, რომ ერთს ფიქრობს, მეორეს ლაპარაკობს და მესამეს აკეთებს. მოლოდინიც გვაქვს, რასაც იფიქრებს და რასაც გააკეთებს. ჩვენ 4 ოქტომბერს ძალიან კარგად ვნახეთ რასაც ფიქრობდნენ და რასაც აკეთებდნენ საქართველოში, მაგრამ ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ იმას იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საქართველოს ინტერესებშია. რაც ყველაზე მთავარია, რაც არის საქართველოს კონსტიტუციის დაცვის საჭიროება და აუცილებლობა“, – აღნიშნა მან.