“ოპოზიცია თავის თავის უბედურია. რასაც თავის თავს მართებენ, ამას დახმარებაც არ სჭირდება. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ამ პროცესს, რაც მთლიანად აჩენს ანატომიას იმ საძაგლობის, რაც რადიკალურ ოპოზიციაში ხდება” – შალვა პაპუაშვილი

11

“ჩვენ ვგულშემატკივრობთ ამ პროცესს, რაც მთლიანად აჩენს ანატომიას იმ საძაგლობის, რაც რადიკალური ოპოზიციის წრეში ხდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრისას  განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა გადაცემაში “ღამის კურიერ” სტუმრობისას აღნიშნა, ოპოზიცია ღალატობს ქვეყანას, რადგან სამშობლოს ინტერესების ნაცვლად, გარე ძალების დავალებებს ასრულებენ.

“ოპოზიცია თავის თავის უბედურია. რასაც თავის თავს მართებენ, ამას დახმარებაც არ სჭირდება. ერთადერთი, რაც არის საჭირო, არის ის, რომ ხელი არ შევუშალოთ. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ამ პროცესს, რაც მთლიანად აჩენს ანატომიას იმ საძაგლობის, რაც რადიკალური ოპოზიციის წრეში ხდება.

ერთმანეთზე საუბრობენ, ვინ ვისგან იღებდა ფულს, რამდენს იღებდა, ვინ ვისთან თანამშრომლობდა და ა.შ. ყველაფრის თავი და თავი არის ის შხამიანი თესლი, რომელზეც აღმოცენებულია ოპოზიციის ეს ნაწილი, მათგან კეთილი ნაყოფი არ გამოვა.

როდესაც შენი მამოძრავებელი არის სხვა ქვეყნის, გარე ჯგუფის და არა შენი სამშობლოს ინტერესი, ასე დაამთავრებ. საქართველოს ისტორიას გადახედონ – ამ ქვეყნის ყველა მოღალატე, რომელიც მოქმედებს სხვა ქვეყნის ინტერესით, ასე ასრულებს. დიახ, როდესაც მოქმედებ სხვათა ინტერესით და არა შენი ქვეყნის ინტერესით, როდესაც წინა პლანზე აყენებ სხვა ქვეყნის ინტერესს, ღალატობ შენ ქვეყანას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.