პრემიერი: “არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ. ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია. საკუთარ პატრონებსაც ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს”

9

“ამას ვამბობდით ჩვენ ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ალიანსი შეიქმნებოდა. არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

„ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია. საკუთარ პატრონებსაც ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს. ამის შედეგად, გადასული არიან ერთმანეთის ლანძღვაზე, ერთმანეთის კრიტიკაზე. ძალიან კარგია ეს ქართული დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.