შვედეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგად უმრავლესობა მოიპოვა

9

„ვითხოვ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას“, – წერს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში.

ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც 13 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ 13 სექტემბრის არჩევნებში მემარცხენე ცენტრისტულმა ოპოზიციამ მმართველი ბლოკი მცირე უპირატესობით დაამარცხა.