პრემიერი: “სტატისტიკა შემცირებულია დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში კი გვაქვს გაზრდილი, გაუმჯობესებული სტატისტიკა. ქალბატონი ფილფანი იმ პოლიტიკური ძალის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე. მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ, აიღოთ და შეგიძლიათ, ნახოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა – არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით”

9

“ქალბატონი ფილფანი, მოგეხსენებათ, არის იმ პოლიტიკური ძალის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე. მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ აიღოთ და შეგიძლიათ, აიღოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა – არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით ვიკა ფილფანის განცხადებას შეეხებოდა.

„ეს რაოდენობა თუ თქვა მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოდის, რომ საერთოდ ამქვეყნად არ არის ეს ადამიანი. არ შეიძლება, ამ დონეზე დაამახინჯო სტატისტიკა, თუ ასეა ნათქვამი. მე პირადად არ მინახავს მისი განცხადება.

რეალურად, სტატისტიკა არის შემცირებული დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში გვაქვს გაზრდილი სტატისტიკა, გაუმჯობესებული სტატისტიკა.

რაც შეეხება დანაშაულის ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიებს, ყველაზე მძიმე კატეგორიებს, იქ სტატისტიკა არის არსებითად შემცირებული. მათ შორის, განზრახ მკვლელობას რაც შეეხება, აქ სტატისტიკის გაყალბება აბსოლუტურად შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, ყველას შეუძლია, ჩაიხედოს სტატისტიკაში და ნახავს, რომ არის გაუმჯობესება არა მარტო ერთი წლის ჭრილში, არამედ მათ შორის, 2012 წლიდან დღემდე“, – აღნიშნა პრემიერმა.