გურამ მაჭარაშვილი: “თუ FARA-ს კანონის გამკაცრება ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია”

10

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ 2023 წელს ჩვენ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, თუმცა შემდეგ მივიღეთ ამერიკული FARA-ს (ამერიკაში მოქმედი კანონის) ანალოგი, რომელიც ასევე დაიწუნეს [უცხოურმა ძალებმა და ქართულმა ოპოზიციამ]”, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან.

“თუ ასეთი კანონი ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა ის საქართველოსთვის, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრი ქვეყნის ინტერესების გადაკვეთის ობიექტია. ამერიკაში FARA-ს გამკაცრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორი იყო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.