თენგიზ შარმანაშვილი: „მარტა კოსმა თქვა, რომ ის ამერიკის წინააღმდეგი კი არ არის, არამედ „მაგას“ წინააღმდეგია. თუმცა, თუ ისე მოხდება, რომ დემოკრატები და ულტრალიბერალები ისევ ხელისუფლებაში მობრუნდებიან, მას მათთან პრეტენზია აღარ ექნება. ანუ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული განცხადება“

5

„მარტა კოსმა თქვა, რომ ის ამერიკის წინააღმდეგი კი არ არის, არამედ „მაგას“ წინააღმდეგია. თუმცა, თუ ისე მოხდება, რომ დემოკრატები და ულტრალიბერალები ისევ ხელისუფლებაში მობრუნდებიან, მას მათთან პრეტენზია აღარ ექნება. ანუ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული განცხადება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა მარტა კოსის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„იმაზე კი აღარ არის საუბარი, ამერიკის პოლიტიკა მოგვწონს თუ ევროპის, უკვე ქვეყნების გაერთიანებასაც აღარ აქვს მნიშვნელობა – იდეოლოგიური პროცესებია. ფსევდოლიბერალი თუ ხარ, მაშინ ხარ პროდასავლელი, ხოლო თუ ფსევდოლიბერალი არ ხარ და, ვთქვათ, ხარ კლასიკური ლიბერალი, ან გაქვს ცოტა კონსერვატიული შეხედულებები – თან ისეთი ტიპის, რომელიც ასევე ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოიშვა, დაიხვეწა და იქ ჰპოვა განვითარება – მაშინ უკვე ნებისმიერ შემთხვევაში მტერი ხარ ამათი. აი, ეს არის ყველაზე ცუდი.

ცოტა შორიდან მოვუვლი და მოდით, ვთქვათ, რა მოხდა უკრაინაში, რანაირად აღმოჩნდა ამდენი ქართველი – მას შემდეგ, რაც საქართველოში, პოლიტიკურ ფრონტზე დამარცხდნენ ეს ულტრალიბერალები – ასეთი უზარმაზარი რაოდენობით თანამდებობებზე უკრაინაში. რა ხდება? რა ხდება და ამ ულტრალიბერალურ ინტერნაციონალს (ასე დავარქმევდი) საკადრო პოლიტიკაც კი ერთიანი ჰქონიათ.

მარტა კოსმა თქვა, რომ ის ამერიკის წინააღმდეგი კი არ არის, არამედ „მაგას“ წინააღმდეგია. თორემ თუ ისე მოხდება, რომ დემოკრატები და ის ულტრალიბერალები (ტრამპი ამათ ულტრამემარცხენე მარქსისტებსაც კი ეძახის) ისევ ხელისუფლებაში მობრუნდებიან, რა თქმა უნდა, მარტა კოსს მათთან პრეტენზია აღარ ექნება. ანუ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, მისი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული განცხადება. ცალსახად ასეა.

ჩვენთან ისე კი არ არის საქმე, პროდასავლელი ხარ თუ არა, ფსევდოლიბერალი ხარ თუ არა. „თუ ფსევდოლიბერალი ხარ — ჯერჯერობით ევროპაში ჩვენ ვმართავთ“ – ამას მარტა კოსი გვეუბნება – „ხოდა, ჩვენთან თუ გინდა ყოფნა, იმ არაფსევდოლიბერალთან, ამერიკაში რომ არის, საქმე არ დაიჭირო, თორემ ჩვენი გუნდისთვის მტერი იქნები და მეგობრების სიიდან ამოგრიცხავთო“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.