თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირში ინტეგრაციაზე: „იქაც ხდება გარდატეხა, იქაც მოდიან ისეთი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სუვერენიტეტს, მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ავტონომიურობას გადაწყვეტილებების მიღებაში – თუნდაც დიდი გაერთიანების წევრი იყო. მოდით, ამათი მოკავშირეები ვიყოთ“

7

„იქაც ხდება გარდატეხა, იქაც მოდიან ისეთი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სუვერენიტეტს, მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ავტონომიურობას გადაწყვეტილებების მიღებაში – თუნდაც დიდი გაერთიანების წევრი იყო. მოდით, ამათი მოკავშირეები ვიყოთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა.

„იქაც ხდება გარდატეხა, იქაც მოდიან ისეთი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სუვერენიტეტს, მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ავტონომიურობას გადაწყვეტილებების მიღებაში – თუნდაც დიდი გაერთიანების წევრი იყო. მოდით, ამათი მოკავშირეები ვიყოთ.

ჩვენ პრაგმატულები და რეალისტები ვართ – საქართველოში ევროპულ პოლიტიკას ვერ გავასწორებთ – შეიძლება, რაღაც მცირე სეგმენტში მაგალითი გავხდეთ, მაგრამ რეალობაში ასე არ იქნება.

2030 წლამდე ის პარტიები და პოლიტიკური მიმდინარეობებიც ევროპაში, რომლებიც უყურებენ იმას, თუ როგორ კატასტროფისკენ მიექანება ევროპა, და ცდილობენ, ვითარება გამოასწორონ, ისინიც კი ამბობენ, რომ რაღაც რეფორმა უნდა მოხდეს თვითონ ევრობიუროკრატიის მიმართულებით, ევროკავშირის მმართველობის სტილთან დაკავშირებით. მოდით, ჩვენ იმათი მოკავშირეები ვიყოთ. თუ ისინი იქ ამას ვერ მოახერხებენ, რა თქმა უნდა, გაფართოებაც კრახს განიცდის, იმიტომ, რომ ამ მიმზიდველობას მარტო საქართველოსთვის ხომ არ დაკარგავს ევროკავშირი?!

თუმცა 2030 წლისთვის, რა საშინაო დავალებაც გვაქვს ასოცირების შეთანხმებიდან, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა დანარჩენ კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც კი ვუსწრებთ და საუკეთესო მაჩვენებლები გვექნება. ასე რომ, ჩვენ პირნათელნი ვიქნებით. ჩვენ მოვკიდებთ ხელს იმ სეგმენტს, რომელიც განავითარებს საქართველოს ეკონომიკასა და სხვა სეგმენტებს. ჩვენ ლიდერები ვიქნებით და შევასრულებთ იმ დანაპირებს. მაგრამ რაც შეეხება იდეოლოგიურად ვისთან ვაპირებთ ყოფნას – იმათთან, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირი არ ნიშნავს სუვერენიტეტის დაკარგვას, სახის დაკარგვას, საკუთარი იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას და ასე შემდეგ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.