ირაკლი კობახიძე ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შესახებ: „როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა. მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი; იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, დადგება მათი პასუხისმგებლობაც“

13

„არის კონკრეტული კომპანია, რომელიც მთელი დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

„როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მთავარია, რომ შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი; იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება, თუმცა ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას. უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და ამის შემდეგ შეგვეძლება, რომ კონკრეტული კომენტარი გავაკეთოთ ამ საკითხზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.