აკაკი ალადაშვილი რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „ამ პარტიების არყოფნა და აკრძალვა გზას გაუხსნის ახალ ძალებს -მათ, ვინც ჯანსაღ, არგუმენტირებულ და ადეკვატურ კრიტიკას შემოგვთავაზებს. სწორედ მათი გაქრობის შემდეგ გათავისუფლდება პოლიტიკური ველი, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ქართული დემოკრატიისთვის“
„ამ პარტიების არყოფნა და აკრძალვა გზას გაუხსნის ახალ ძალებს – მათ, ვინც ჯანსაღ, არგუმენტირებულ და ადეკვატურ კრიტიკას შემოგვთავაზებს. სწორედ მათი გაქრობის შემდეგ გათავისუფლდება პოლიტიკური ველი, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ქართული დემოკრატიისთვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ალადაშვილმა რადიკალური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ესენი არც ოპოზიცია არიან და არც სახელმწიფო ინტერესებს ატარებენ – ისინი მხოლოდ და მხოლოდ ძალადობასა და რევოლუციაზე არიან მომართულები. მათ ჩაკეტილი აქვთ დღევანდელი ოპოზიციური ველი და ჯანსაღ, ოპოზიციურად განწყობილ ძალებს აზრს არ აძლევენ გამოხატვის საშუალებას.
შესაბამისად, ამ პარტიების არყოფნა და აკრძალვა გზას გაუხსნის იმ ახალ ძალებს, ვინც ჯანსაღ, არგუმენტირებულ და ადეკვატურ კრიტიკას შემოგვთავაზებს. სწორედ ამათი გაქრობის შემდეგ გამოჩნდება ნამდვილი ველი და ეს იქნება ძალიან კარგი ქართული დემოკრატიისთვის“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.


